მკერდის გადიდება | mkerdis gadideba

MkerdisGadideba.Blogspot.Com

ახალი პოსტები

23.5.17

May 23, 2017

მკერდის გადიდება სახლის პირობებში







როგორ გავიდიდოთ მკერდი სახლის პირობებში? შეიძლება ეს კითხვა არაერთ
გოგონას ან ქალბატონს დაუსვამს თავისი თავისთვის. მათ გონიათ რომ პატარა მკერდი არის
მიზეზი მათი არშემდგარი რომანებისა და რომ კაცების უმეტესობა ყირადღებას აქცევს გოგონებს
რომელთაც აქვთ სამი ან ოთხი ზომის მკერდი. შესაძლოა ისინი მართლებიც არიან. უპირატესობა
ესეთ ქალებს აქვთ. მათ აქვთ შესაძლებლობა ჩაიცვან ლამაზი კაბა ამოღებული გულით.
რათქმაუნდა პატარა მკერდი ქმნის უხერხულობას და აქ ისევ
ვუბრუნდებით კითხვას როგორ გავიდიდოთ მკერდი? ამისთვის არსებობს მრავალი მეთოდი მაგრამ
ჩვენ განვიხილავთ ძველ ხალხურ მეთოდებს რომლებიც არ დააცარიელებენ თქვენ ბიუჯეტს და
არც ზიანს მოგაყენებენ.

1.დავიწყოთ
ყველაზე მარტივი და ყველასთვის ცნობილი მეთოდით: გოგოებო მიირთვით კომბოსტო და გექნებათ დიდი მკერდი.კომბოსტო მართლაც უწყობს ხელს
მკერდის ზრდას ოღონდ უმნიშვნელოდ. შედეგის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ მოზარდობის
ასაკში.

2.უსაფრთხო
და გემრიელი ხალხური მეთოდი მკერდის გასაზრდელად არის თაფლიანი კაკალი. დავფაროთ კაკალი
თაფლით და ვაცალოთ 5–7 დღე. ვჭამოთ თითო თითო კაკალი დღეში 3 ჯერ. ფრთხილად იყავით
თუ ალერგია გაქვთ თაფლზე.

3.ახალი
მარწყვის ფოთლები (10–15 გრამი ) უნდა მოიხარშოს მდუღარე წყალში ერთნაირ პროპორციებში
რძესთან (100 მილი გრამი).გავაჩეროთ 30–40 წუთი და ვსვათ როგორც ჩვეულებრივი ჩაი დღეში
1–2 ჯერ.

4. კიდევ
ერთი გავრცელებული მეთოდი მკერდის გასაზრდელად არის: ორი თვის განმავლობაში დღეში ერთხელ ჭამამდე გავაკეთოთ
½ სუფრის კოვზი ყვითელი კოჭა რძესთან ერთად.

19.5.17

May 19, 2017

პატარა მკერდის პრობლემა


თუ პატარა მკერდი გაქვს და არ მოგწონს, ჩვენ გირჩევთ როგორ წარმოაჩინო ის უფრო ეფექტურად, ქირურგიული ჩარევის და ჰორმონების მიღების გარეშე.

ვარჯიში და პოზა


დღეში რამდენჯერმე დადექი სარკესთან და გამოიმუშავე სწორად დგომის ჩვევა. ჩაატარე ტესტი: დადექი პროფილში, სწორად დგომისას შენ უნდა შეძლო გაავლო წარმოსახვითი სწორი ხაზი ყურის ყველაზე განიერი ნაწილიდან (მხრების, თეძოების და მუხლების გავლით) კოჭამდე. ასე შენ უფრო გამხდარი და მაღალი, შენი მკერდი კი უფრო სავსე გამოჩნდება.
ვარჯიში ყველაზე იაფი და ეფექტური გზაა მიზნის მისაღწევად. ამუშავე მკერდის კუნთები. ყოველდღიურად რამდენიმე აზიდვის გაკეთება ხელს შეუწყობს კუნთების მუშაობას, მკერდს კი უფრო მრგვალს და მკვრივს გახდის.
ფოკუსირდი წელზე. წელისა და ნეკნის გარშემო სხეულის ფორმირება ხელს უწყობს მკერდის გამოჩენას. სცადე იოგა ან პილატესის ვარჯიშები, რაც კალორიების დაწვაშიც დაგეხმარება.
წონის დაკლების დროს პატარავდება მკერდიც. შენი მიზანი არა წონაში დაკლება, არამედ მუდმივად ტონუსში ყოფნაა.

შეარჩიე შესაბამისი ბიუსტჰალტერი

fitting5
ატარე ზუსტად შენი ზომის ბიუსჰალტერი. პირველ რიგში მოიზომე, შეგიძილია გამოიყენო სპეციალური მოსაზომი ოთახები. შენი მკერდის ზუსტი ზომის დასადგენად, გადახედე ჩვენს სტატიას, სადაც დეტალურადაა აღწერილი ლიფის შერჩევის პროცედურა. თუ გაინტერესებს როგორი ბიუსტჰალტერი უნდა გამოიყენო ვარჯიშისას, ამას აქ წაიკითხავ.
დიდი ზომის ბიუსტჰალტერი საკმაოდ ცუდად გამოიყურება, შეავსე ის სილიკონით ან სპეციალური საფენებით. შეავსე ბიუსტჰალტერი მიმართულებით გვერდიდან ცენტრისკენ, რათა მაქსიმალურად ასწიო მკერდი. დაარეგულირე ზორტები ისე, რომ მკერდი მიმართო წინ.
შეარჩიო საუკეთესო – ნიშნავს მოიზომო ბევრი სხვადასხვა სტილი. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ყველაზე რეიტინგულს:
Push up: ასეთი ტიპის ლიფი შევსებულია ღრუბლით, რომელიც მკერდს მიმართავს ზემოთ და აახლოებს ერთმანეთთან.
Padded: Push up-ის მსგავსად, ესეც იყენებს ღრუბელს ვიზუალური ეფექტის გასაზრდელად. გათვლილია პატარა მკერდისთვის, აჩენს უფრო სავსეს, მაგრამ არ წევს ზემოთ და არ აახლოებს.
მესამე ტიპის ბიუსტჰალტერში ღრუბლის ნაცვლად არის წყალი, სპეციალური გელი ან ჰაერი. ამის გამო ის უფრო ბუნებრივად გამოიყურება. თუმცა ერთი მინუსი აქვს – მაღალი ფასი.

ტანსაცმელი


შეარჩიე სამოსი, რომლის საყელოც დეტალებით, ბიჟუტერიით, აჟურული ან სხვა ნაჭრით გაკეთებული ნაოჭებით იქნება გაწყობილი და გამოკვეთს შენს მკერდს, თუმცა დაიცავი ზომიერება.
V-ჭრილის მქონე მაისურების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭე ასიემტრიულ ჭრას. იშვიათად გამოიყენე მჭიდროდ მომდგარი სამოსი რომელიც ყველაფერს ისე წარმოაჩენს, როგორიც სინამდვილეშია. თავისუფალი და ფართო მაისურები ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას მკერდზე.
გამოიყენე პრინტები და ფერები. ღია ფერი მკერდს უფრო დიდს აჩენს, მაშინ როცა მუქი ფერი – აპატარავებს.
ღია ფერის ზედატანი და მუქი შარვალი უფრო პროპორციულად წარმოგაჩენს. მუქი შარვალი და ჰორიზონტალურ ხაზებიანი ზედა კი შენს თეძოებს უფრო ვიწროს, მკერდს კი უფრო დიდს გამოაჩენს. ღრმა დეკოლტე მკერდის ზომას ვიზუალურად აპატარავებს, შეარჩიე მაისურები დახურული ყელით.

დააფასე საკუთარი თავი


შეაფასე რეალურად – პატარა მკერდი სულაც არ არის “მძიმე ტვირთი”. სხვათა შორის, ის მამაკაცების სიმპატიასაც ხშირად იმსახურებს. უამრავ ცნობილ ადამიანს აქვს პატარა მკერდი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იყვნენ სექსუალურები. ასე რომ, დააფასე საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც არის.
თუ შენ თინეიჯერობის ასაკში ხარ, ე.ი. შენი მკერდი ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია, ნუ შეხედავ ამ საკითხს მწვავედ.
ფეხმძიმობის და ძუძუთი კვების შემდეგ მკერდი იზრდება, თუმცა ზოგჯერ იკლებს, ან ჯერ იკლებს და შემდეგ იმატებს.

დამატებითი რჩევები:


მას შემდეგ, რაც ბიუსტჰალტერს მოირგებ, შეისწორე თითოეული მხარე ხელით.
ნუ შეავსებ ბიუსჰალტერს ქსოვილით ან ქაღალდის ნაწარმით, გამოიყენე სპეციალური სილიკონის ღრუბლები.
მკერდი ზრდას აგრძელებს 21 წლამდე. თუ უფრო ნაკლების ხარ და გინდა გაიგო, დაახლოებით რა ზომის მკერდი გექნება, შეადარე შენი ბიუსტჰალტერი შენი ოჯახის სხვა წევრებისას. შეიძლება ზომა არ გაკმაყოფილებს, მაგრამ ძალიან პროპორციულია შენს სხეულთან, გაითვალისწინე, რომ პროპორციული სხეული უფრო ლამაზია. მკერდის ზრდას ხელს უწყობს ბოსტნეული და ხილი. მიიღე დიდი ოდენობით წყალი და გაავარჯიშე მკერდის კუნთები.
ნუ შეარჩევ დიდი ზომის ბიუსჰტალტერს, რადგან “ჩავარდნილი ადგილები” ძალიან არაესთეტიურია.
წარმატებას გისურვებთ და გახსოვდეს, შენ ძალიან ლამაზი ხარ ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ. :)