1. ბუნებრივად გაიდიდეთ მკერდი ვარჯიშის მეშვეობით

მკერდის ქვედა ნაწილის კუნთის ზომის გასადიდებლად, თქვენ შეგიძლიათ მკერდის გასადიდებელი ვარჯიშების გაკეთება. ეს მკერდს შედარებით დიდი ზომის იერს მიანიჭებს. რეალურად, თვით მკერდის ზომა და ფორმა არ იზრდება, დიდდება მხოლოდ მკერდქვეშა კუნთი, მაგრამ ისეთი ილუზია იქმნება, რომ თქვენი მკერდი მის ფაქტიურ ზომაზე დიდია.


2. მცენარეები და საკვები, რომლებიც მკერდის ზომას ზრდის

ფაქტია, რომ ზოგიერთი საკვები პროდუქტი მკერდის ზომას ზრდის. ჩამოგითვლით იმ მცენარეების სიას, რომელთა ყიდვაც შეგიძლიათ და რომელთა მიღების შემთხვევაში მკერდის ზომა ბუნებრივი გზით გადიდდება
  • ულუმბო, ლურჯი უცხო სუნელი (Fenugreek) ჰორმონების გამომუშავებას უწყობს ხელს და ძუძუთი კვების დროს გამოიყენება. დედებს, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ჩვილებს, ხშირად უფრო დიდი მკერდი აქვთ, ვიდრე სხვა დროს, ასე რომ, ეს მცენარე მკერდის ზომას გაადიდებს.
  • ცერეცოს თესლი (Fennel Seeds ) ესტროგენის სტიმულირებას იწვევს
  • ღიღილო ყვითელი (Cnicus benedictus) ულუმბოს თვისებებით გამოირჩევა და თქვენს ორგანიზმს აფიქრებინებს, თითქოს რძეს გამოიმუშავებს.
  • სერენოა (პალმის ჯიში Serenoa repens) ახდენს ტესტოსტერონის ბლოკირებას და უზრუნველყოფს ესტროგენების თავისუფალ გამომუშავებას

3. მკერდის მასაჟი

თუ გსურთ მკერდის ზომის გადიდება, მკერდის მასაჟის სწავლა მოგიწევთ. რეგულარულად მკერდის მასაჟი კანს სიმკვრივეს მიანიჭებს, ის ასევე მკერდის აწევასა და საერთო ფორმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მასაჟი ყოველდღიურად 30 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ ხოლმე. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მასაჟის წინ წაისვით მაღალი ხარისხის მკერდის კრემი. ნუ გექნებათ დაუყოვნებლივი შედეგის იმედი. არცერთ ამ საშუალებას, არც მასაჟს და არც მკერდის კრემს, არ გააჩნია მკერდის გაზრდის ასეთი ძლიერი თვისებები.


4. გამართული დგომა

შესაძლოა, ეს მეტისმეტად მარტივი გზა ჩანს მკერდის გასადიდებლად, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ცუდი დგომა მკერდის ზომაზე გავლენას ახდენს. როდესაც მხრები ჩამოყრილია, ზურგი კი მოხრილი, მკერდი კიდევ უფრო პატარა ჩანს, ვიდრე ის სინამდვილეში არის.

5. ტესტოსტერონის მიღების შემცირება

ოდესმე გაგიგიათ მამაკაცის მკერდის შესახებ? მათ მკერდი მაშინ ეზრდებათ, როდესაც დაბალი ტესტოსტერონის დონე და ძალზე მაღალი ესტროგენის დონე შეენიშნებათ. ქალები, რომლებიც მიირთმევენ ტესტოსტერონით მდიდარ საკვებს, მეტი შანსი აქვთ, რომ მცირე ზომის მკერდი ჰქონდეთ. შეამცირეთ ტესტოსტერონის შემცველი საკვების მიღება, როგორიცაა ხორცი, ხამანწკები, თეთრი ბრინჯი, ჩიფსები, კრეკერები, ტკბილი სასუსნავები და სასმელები, აგრეთვე ცომეული. თუ ხორცის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, ეცადეთ შეძლებისდაგვარად მცირე რაოდენობით მიიღოთ ის.