მკერდის გადიდება | mkerdis gadideba

MkerdisGadideba.Blogspot.Com

ახალი პოსტები

23.6.18

June 23, 2018

მკერდის გადიდების ოპერაცია | mkerdis gadidebis operacia

ჩვენებები


აუგმენტაციის ჩვენებები შეიძლება იყოს მიკრომასტია (პატარა ზომის სარძევე ჯირკვლები), პოსტლაქტაციური ინვოლუცია (მკერდის მოცულობის მნიშვნელოვანი დაპატარავება), და მშობიარობასა და ძუძუთი კვების შემდგომი კანის ელასტიურობის დაკარგვა, სუსტად გამოხატული ფტოზი, აგრეთვე სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია. მკვეთრად გამოხატული ფტოზის შემთხვევაში შესაძლებელია მკერდის აუგმენტაციის კომბინირება მის ლიფტინგთან.
დღესდღეობით მრავალწლიანი გამოკვლევების ჩატარების შედეგად, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ იმპლანტების გამოყენება არ ზრდის სარძევე ჯირკვლების სიმსივნის განვითარების რისკს. ყოველთვის იოლად შეიძლება მამოგრაფიისა და ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. მიუხედავად ამისა ოპერაციის წინ ამ გამოკვლევების ჩატარება სავალდებულოა, ისევე როგორც მამოლოგის კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს სარძევეე ჯირკვლებში უკვე არსებული პროცესები.


ოპერაცია


ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგძლივობა 1–2 საათი.
იმპლანტების ჩაყენება შეიძლება როგორც ინტრამამალურ სივრცეში (ჯირკვლის ქვეშ), ისე მკერდის დიდი კუნთის ქვეშ (ინტრამუსკულარულად). განაკვეთი კანზე შეიძლება გაკეთდეს მკერდქვეშა ნაოჭის არეში, არეოლის გარშემო და იღლიის ქვეშ. განკვეთის სიგრძე 4–6 სმ–ია.
ოპერაციის დროს შესაძლებელია დრენაჟების ჩაყენება, რომლებსაც აცილებენ 2–4 დღეში.


ოპერაციის შემდგომი პერიოდი


როგორც წესი, პაციენტი მეორე დღეს ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე.
სამუშაოზე გასვლა შეიძლება ოპერაციიდან 1 კვირის შემდეგ.
ნაკერებს ხსნიან 10–12 დღეში, ზოგჯერ შესაძლებელია დვრილ–არეოლის კომპლექსის მგრძნობელობის დროებითი დარღვევა ან შეცვლა.
მანქანის ტარება შეიძლება 1–2 თვის შემდეგ.
სრული ფიზიკური დატვირთვის უფლება ეძლევათ ოპერაციიდან 2–3 თვის შემდეგ.
ნაწიბურების სრული ფორმირება მთავრდება ოპერაციიდან დაახლოებით 12 თვის შემდეგ.




June 23, 2018

ფოტოგალერეა | potogalerea


ზევით - პაციენტი სარძევე ჯირკვლების პოსტლაქტაციური ინვოლუციით. 
ქვევით - პაციენტი ანატომიური ფორმის იმპლანტებით მკერდის აუგმენტაციიდან 1 თვის შემდეგ.

ზევით - პაციენტი ამასტიით ოპერაციამდე. 
ქვევით - პაციენთ წვეთის ფორმის იმპლანტებით მკერდის აუგმენტაციიდან 4 წლის შემდეგ.

ზევით - პაციენტი სარძევე ჯირკვლების პოსტლაქტაციური ინვოლუციით. 
ქვევით - პაციენტი ანატომიური ფორმის იმპლანტებით აუგმენტაციიდან 5 წლის შემდეგ.

ზევით - პაციენტი ჰიპომასტიით ოპერაციამდე.
ქვევით - პაციენტი მრგვალი ფორმის იმპლანტებით აუგმენტაციიდან 6 თვის შემდეგ.
პაციენტი ოპერაციამდე და ანატომიური ფორმის იმპლანტებით აუგმენტაციის შემდეგ.
პაციენტი ოპერაციამდე და პერიარეოლური მიდგომით ანატომიური ფორმის იმპლანტებით აუგმენტაციის შემდეგ.

პაციენტი ოპერაციამდე და მკერდის აუგმენტაციისა და აბდომინოპლასტიკიდან 1 თვის შემდეგ.

ზევით - პაციენტი მიკრომასტიით ოპერაციამდე. 
ქვევით - პაციენტი ანატომიური ფორმის იმპლანტებით აუგმენტაციიდან 3 თვის შემდეგ.

21.6.18

June 21, 2018

მკერდის გადიდების ისტორია | mkerdis gadidebis istoria

პირველად მკერდის აუგმენტაცია ჩაატარა ჩერნიმ (Czerny) 1995 წელს. მან გამოიყენა ზურგის ლიპომიდან აღებული ქსოვილები, რომლებიც გადაიტანა მკერდის არეში ასიმეტრიის კორექციის მიზნით.
შემდგომში იყო როგორც დუნდულოებიდან და მუცლიდან აღებული სუფთა ცხიმოვანი აუტოქსოვილების, ისე კომპლექსური ქსოვილების (კან–ცხიმოვან–ფასციური ტრანსპლანტანტები) გამოყენების მცდელობა. ეს მეთოდები ვერ იძლეოდა სასურველ შედეგს, ვინაიდან ხდებოდა გადანერგილი ქსოვილების დეზორბაცია და ვითარდებოდა გამოხატული ასიმეტრია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით აუტოქსოვილები აქტიურად გამოიყენება მკერდის რეკონსტრუქციაში, ონკოქირურგიული ჩარევების შემდეგ მათი აღდგენის მიზნით.
მკერდის აუგმენტაციის მიზნით ინექციური სინთეტიკური მასალების გამოყენება დაიწყეს მე–18 საუკუნის ბოლოდან. 
1899 გერსუნიმ (Gersuny) პირველად გამოიყენა პარაფინის ინიექცია მკერდის გადიდების მიზნით. ამას მოყვა ცვილის და ბოსტნეულის ზეთების გამოყენება, რომელიც შეყავდათ კანქვეშ. ანალოგიური ხასიათის პროცედურები ცნობილ იქნა პაციენტების ჯანმრთელობისთვის საშიშად და 1960 წლიდან აიკრძალა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ქვეყნებში, არაკეთილსინდისიერი ქირურგები დღერმდე აგრძელებენ თხევადი ინიექციური მასალების გამოყენებას მკერდის გადიდების მიზნით, რაც იწვევს სარძევე ჯირკვლის ქსოვილების შეუქცეველ დაზიანებებს და ამ მასალის მიგრაციას ღრმა ქსოვილებში. ასეთ შემთხვევებში, გელის მოსაცილებლად ხშირად საჭირო ხდება რადიკალური მასტექტომიის (მკერდის მოკვეთა) ჩატარება.
ჩამოთვლილი სამი მეთოდიდან მკერდის გადიდების მიზნით ყველაზე გამართლებულია იმპლანტების გამოყენება. პირველი იმპლანტები მზადდებოდა სპილოს ძვლის (ეშვები) და მინისაგან, მაგრამ შემდგომში მათზე უარი ითქვა მათი არაბუნებრივი თვისებების გამო. შემდგომში ყურადღება მიიპყრო ივალონის მსგავსმა ღრუბლისებრმა მასალებმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო მკერდისთვის უფრო ბუნებრივი ფორმის მიცემა. შემდეგ ღრუბლისებრი მასალების გამოყენებაც შეწყდა ისეთი გართულებების გამო როგორიცაა მათი შეკუმშვა, გამკვრივება, ფორმის შეცვლა და დამახინჯება.
თანამედროვე სილიკონის იმპლანტების ევოლუცია დაიწყო 1962 წლიდან, როდესაც კრონინმა (Cronin) და ჰეროუმ (Gerow) პირველად გამოიყენეს სილიკონი გელით შევსებული სილიკონის იმპლანტები. დროთა განმავლობაში სილიკონის იმპლანტებმა მთლიანად განდევნეს პრაქტიკიდან ყველა სხვა მეთოდი და მასალები.

დრესდღეობით მკერდის აუგმენტაციის მიზნით გამოიყენება სხვადასხვა ფორმისა და მოცულობის სილიკონის იმპლანტები. ესენია მრგვალი, წვეთისებური და ანატომიური ფორმის იმპლანტები.
იმპლანტები ასევე შეიძლება მაღალპროფილიანი და დაბალპროფილიანი, რაც იძლევა დვრილ–არეოლის კომპლექსის სასურველ სიმაღლეზე დაყენების საშუალებას.

18.6.18

June 18, 2018

მკერდის გადიდება | mkerdis gadideba

ეს არის ოპერაცია მკერდის ზომების გასაზრდელად. ოპერაციის მიზანია, სილიკონის იმპლანტანტების მეშვეობით სარძევე ჯირკვლების ზომებში მომატება, ფორმის შეცვლა, მსუბუქი ფტოზის და ასიმეტრიის კორექცია.


პლასტიკური ქირურგიის ისტორიის მანძილზე მკერდის გადიდების მიზნით გამოიყენებოდა სამი ძირითადი მეთოდი: გადიდება აუტოქსოვილებით, ინექციური სინთეტიკური მასალებით და იმპლანტებით.
ჩვენ კლინიკაში სარძევე ჯირკვლების პირველი აუგმენტაცია ჩატარდა 1980 წელს, თორაკოდორსალური ნაფლეთის როტაციის მეშვეობით. უნდა აღინიშნოს რომ იმ დროს პაციენტს პანიკურად ეშინოდათ სილიკონის იმპლანტანტების და ამდენად მკერდის გადიდება შესაძლებელი იყო მხოლოდ აუტოქსოვილების გამოყენებით.


მკერდის აუგმენტაცია გაფართოებული თორაკოდორსალური აუტოტრანსპლანტაციის გამოყენებით – პაციენტი ოპერაციამდე და ოპერაციის სქემატური გამოსახულება. ქვევით - პაციენტი ოპერაციიდან 7 დღის შემდეგ.

ჩვენს კლინიკაში შემუშავებულია მკერდის აუტოქსოვილებით გადიდების რამდენიმე მეთოდი, თუმცა დღესდღეობით ამ მეთოდმა გამოყენება ჰპოვა პოლანდის სინდრომის შემთხვევებში (სრული ცალმხრივი ამასტია – სარძევე ჯირკვლის დიდი კუნთის არარსებობა) და აგრეთვე მკერდის რეკონსტრუქციის დროს.

ჩვენს კლინიკაში ესთეტიკური მიზნით სარძევე ჯირკვლების გადიდებისთვის გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი ფირმების იმპლანტები, ისეთები, როგორიცაა Mentor, Silimed. ჩვენ სარძევე ჯირკვლების აუგმენტაციის დროს უპირატესობას ვანიჭებთ იმპლანტების ინტრამუსკულარულად მოთავსებას, ვინაიდან ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია მკერდის უფრო ბუნებრივი ფორმის მიღება და გაცილებით ნაკლებია კაპსულარული კონტრაქტურების განვითარების რისკი.
ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევაში შეირჩევა გარკვეული ფორმის, მოცულობის და პროფილის პროტეზი ინდივიდუალურად, რათქმაუნდა პაციენტის სურვილის გათვალისწინებით, თუმცა ლამაზი და ბუნებრივი მკერდის მისაღებად გათვალისწინებული უნდა იყოს სარძევე ჯირკვლის ანატომიური მაჩვენებლები.




16.6.18

June 16, 2018

მკერდის ზომის გარკვევა | mkerdis zomis garkveva

აიღეთ სანტიმეტრი და გაიზომეთ მკერდს ქვემოთ გარშემოწერილობა. სანტიმეტრი მჭიდროდ უნდა გქონდეთ შემორტყმული და ზუსტად ჰორიზონტალურად. ჩაინიშნეთ მიღებული ციფრი. 
ახლა გაიზომეთ მკერდის გარშემოწერილობა ყველაზე გამობურცული ადგილებზე. სანტიმეტრის ლენტი ძალიან მჭიდროდ არ შემოირტყათ. მიღებული ციფრიც ჩაინიშნეთ.

მკერდს ქვემოთ გარშემოწერილობასა და მკერდის გარშემოწერილობას შორის სხვაობა და მისი შესაბამისი ინიციალი იქნება თქვენი ბიუსტჰალტერის ზომა.

მაგალითად, თუ თქვენი მკერდის გარშემოწერილობაა 96, ხოლო მკერდს ქვემოთ გარშემოწერილობა - 80, თქვენი ბიუსტჰალტერის ფიალის ზომა იქნება C.

14.6.18

June 14, 2018

რჩევები ლამაზი მკერდის დასაყენებლად | rchevebi lamazi mkerdis dasayeneblad

გოგონების უმრავლესობის ოცნებაა ლამაზი მკერდი - ეს ქალის ყველაზე დიდი ღირსებაა (ყოველ შემთხვევაში, მამაკაცების უმეტესობა ასე თვლის). 
1. ყოველდღიური შხაპის ან აბაზანის შემდეგ მკერდზე გრილი წყალი გადაივლეთ. ეს მკერდის კანს გაამკვრივებს.

2. კარგი იქნება, თუ მკერდზე გაყინული მცენარეების ნაყენს წაისვამთ და არ დაივიწყოთ მკვებავის წასმა.

3. ყურადღება მიაქციეთ, როგორ გიჭირავთ ტანი. სიარულისას თავი ასწიეთ და ზურგი სწორად დაიჭირეთ. ასეთ მდგომარეობაში მკერდი უკეთესად ჩანს.

4. გახსოვდეთ! მკერდისთვის ყველაზე კარგი ვარჯიში - ცურვაა. ხელების მოძრაობა განამტკიცებს მკერდის კუნთებს და კანსაც უფრო მკვრივს ხდის.

5. პლაჟზე არასდროს მიუშვიროთ მკერდი მზის სხივებს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მზე წლიდან წლამდე სულ უფრო აქტიური ხდება.

13.6.18

June 13, 2018

მკერდის ბუნებრივი ზრდა შვრიით | mkerdis bunebrivi zrda shvriit


ძალიან ბევრ გოგონას აწუხებს პატარა მკერდის ზომა და თვლის, რომ ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ჩარევა და სილიკონია.
ძალიან ცდებით ქალბატონებო, თუ ასე ფიქრობთ.საინტერესოა, თუ დაფიქრებულხართ რატომ გაქვთ პატარა მკერდი?

მიზეზი
პასუხი მარტივია თქვენს ორგანიზმში ჰორმონალური დისბალანსია.ალბათ გსმენიათ, რომ ქალის ორგანიზმი ქალური ჰორმონების გარდა გამოჰყოფს გარკვეული რაოდენების კაცის ჰორმონებს (ტესტერონებს), სწორედ ამ ტესტერონების ჭარბი რაოდენობა თქვენს ორგანიზმში ზღუდავს მკერდის ზრდას.
გამოსავალი
გამოსავალიც მარტივია მიირთვით ჯანსაღი საკვები, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც ხელს შეუწყობს ჰორმონების დაბალანსებას.
სწორედ, ამ განსაკუთრებულ უნარს ფლობას შვრია.ის გაჯერებულია სპეციალური ფერმენტებით, რომელიც საოცარ შედეგს მოახდენენ თქვენს
ორგანიზმზე.25 წლამდე ჯერ კიდევ არის შანსი მკერდი ბუნებრივი გზით გავიზარდოთ.
შვრიის ფაფა
ყოველ დილით დაახლოებით ერთ ჭიქა შვრიას დაასხით ადუღებული წყალი, დაუმატეთ შაქარი, ასევე მარილი ან კარაქი რა თქმა უდნა თქვენი გემოვნებით.შენიშვნა შვრია უნდა იყოს გადამუშავებული.ასევე, არასწორია, ის ფაქტი, როდესაც მას ხარშავენ, ამ დროს ნახევარი ფერმენტები იკარგება.

image
ორმაგი ეფექტი
შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ 1 თვეში ნამდვილად მიაღწევთ შედეგს და ასევე თქვენი ფიგურაც კარგ ფორმაში ჩადგება( რა თქმა უნდა თუ ამგვარი პრობლემა გაწუხებთ) შვირია ხომ ყველაზე დიეტური და ჯანმრთელი საკვებია.
დამატებით
ასვე კარგი იქნება თუ მიიღებთ ვაშლს(გაუთლელს), ავოგადოს, პომიდორს და კენკრას.ეცადეთ ნაკლებად იხმაროთ აზღუდი.
მითები
ალბათ, თქვენც ბევრი გატყუებდათ-ყავის, ხახვის ჯადოსნურ ძალებზე, რომელიც მკერდს “ზრდის''.არაუშავს, ამჯერად ნამდვილად იქნება შედეგი ! საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით, მთავარია მონდომებით მოეკიდოთ და არ დაიზაროთ ყოველი ლამაზი დღე შვრიის ფაფით დაიწყოთ.
June 13, 2018

მკერდის ფორმის შენარჩუნება დიეტის დროს

საუკეთესო მეთოდი, შევინარჩუნოთ მკერდის ფორმა დიეტის დროს – ვარჯიშია. აზიდვები, ჰანტელები, ბურთით ვარჯიში – ყველაფერი ეს სასიკეთოდ წაადგება თქვენს მკერდს. 
გარდა იმისა, რომ მკერდი არ მოიკლებს ზომაში, ის გახდება მეტად მკვრივი. რეგულარული ვარჯიშის შემთხვევაში, ზომაში მომატებული კუნთების ხარჯზე, მკერდი "მოიკლებს" მხოლოდ და მხოლოდ 1-3 სანტიმეტრს!

ცოტაოდენი ცხიმი დიეტის დროს

დაუმატეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონს მცენარეული ზეთი – ეს იქნება მეორე მეთოდი მკერდის ფორმის შესანარჩუნებლად. უზმოზე მიიღეთ 10 გრ ზეთი (ერთი სუფრის კოვზი), ხოლო მთელი დღის განმავლობაში 30 გრ ცხიმი უნდა მიიღოთ. რა თქმა უნდა, არა ტორტებისა და სხვა ტკბილეულისგან. ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ დიეტის შემდეგ მკერდი არ მოდუნდეს და შემცირდეს ზომაში.

დაგვეთანხმებით, წესები საკმაოდ მარტივია, მაგრამ ეფექტურია მკერდის ფორმის შესანარჩუნებლად დიეტის დროს! თუმცა, გაითვალისწინეთ, თუკი იცავთ ისეთ დიეტას, რომლის დროსაც ყოველდღიური რაციონი 1200 კკალ-ზე ნაკლებია, მაშინ არანაირი სპორტი და ზეთი არ გიშველით მკერდის ფორმის შენარჩუნებაში.